კრის კოულმენი უელსის ნაკრებიდან მიდის და "სანდერლენდს" ჩაიბარებს

AutoSharing Option
მწვრთნელმა კრის კოულმენმა არნახულ სიმაღლეზე გაიყვანა უელსის ნაკრები, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპირველობის ნახევარფინალში გააღწია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჩარჩენა არ აპატიეს და კონტრაქტს არ გაუგრძელებენ.

როგორც იუწყებიან, კოულმენი მალე ჩემპიონლიგის აუტსაიდერს "სანდერლენდს" ჩაუდგება სათავეში, რომლის მენეჯერი საიმონ გრეისონი ახლახან გადააყენეს.

47 წლის კრისი უელსის ეროვნული გუნდის თავკაცად 2012 წელს დაინიშნა და რამოდენიმე დღის წინ გარეთ ბეილმა და სხვა წამყვანმა ფეხბურთელებმა მისი პოსტზე დატოვება მოითხოვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული