ევრო 2024-ის 21-ე მონაწილე გახდა ცნობილი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და კიდევ ერთი მონაწილე გახდა ცნობილი - ხორვატია.

B და I ჯგუფებში ყველაფერი გარკვეული იყო, საფრანგეთს, ნიდერლანდებს, რუმინეთსა და შვეიცარიას უკვე მოპოვებული ჰქონდათ ევროპირველობის საგზური; აგრეთვე, D ჯგუფში - თურქეთს, სადაც მომავალი ტურნირის საგზურის ერთი მფლობელი უნდა გამოვლენილიყო, რომლისთვისაც ხორვატია და უელსი იბრძოდნენ.

ხორვატიამ საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგო სომხეთს და მეორე ადგილით გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. უელსისა და თურქეთის შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და უელსი ჯგუფში ჩარჩა.

გაირკვა ევროპირველობის 24-დან 21 მონაწილე: გერმანია (მასპინძელი), ალბანეთი, დანია,
ავსტრია, ინგლისი, ბელგია, უნგრეთი, ესპანეთი, შოტლანდია, პორტუგალია, თურქეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი, შვეიცარია, სერბეთი, იტალია, სლოვენია, ჩეხეთი და ხორვატია.

ზაგრები. „მაკსიმირი“
ხორვატია - სომხეთი 1:0
გოლი: ბუდიმირი (43)

კარდიფი. „კარდიფ სიტი“
უელსი - თურქეთი 1:1
გოლები: 1:0 ვილიამსი (7), 1:1 იაზიჯი (70, პენ)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული