სამშაბათის მატჩები: მესის პოკერი, ძაძას ჰეთ თრიკი, ხამესის პირველი

AutoSharing Option
სამშაბათს გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი გაიმართა.

გერმანიაში "ბაიერნმა" სტუმრად "შალკე" გაანადგურა - 3:0. აღსანიშნავია, ბუნდესლიგაში ხამეს როდრიგესის პირველი გოლი.

იტალიაში მილანის "ინტერმა" პირველად ვერ მოიგო (1:1 "ბოლონიასთან), მაგრამ ჩემპიონატში ერთპიროვნულად დაწინაურდა.

ესპანეთში სიმონე ძაძამ და ლეო მესიმ იფეთქეს - იტალიელის ჰეთ თრიკით "ვალენსიამ" "მალაგას" 5:0 მოუგო, არგენტინელის პოკერით კი "ბარსამ" "ეიბარს" 6:1 აჯობა.

გერმანია. ბუნდესლიგა. V ტური
შალკე-ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (25-პენ), 0:2 ხამეს როდრიგესი (29), 0:3 ვიდალი (75)
შალკე (3-4-1-2): ფერმანი - კერერი, ნალდო, ნასტასიჩი -
დ. კალიჯური, მაკკენი (58. ემბოლო), ბენტალები, ოშჩიპკა - გორეტცკა - ჰარიტი (46. კონოპლიანკა) - ბურგშტალერი (78. დი სანტო).
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - კიმიხი, ხავი მარტინესი (77. ჰუმელსი), ზიულე, რაფინია - რუდი, ტოლისო (69. ვიდალი) - ხამეს როდრიგესი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი (65. ტიაგო ალკანტარა).

აუგსბურგი-ლაიპციგი 1:0
გოლი: 1:0 გრეგორიტში (4)
ლაიპციგი: მვოგო - შმიტცი (81. კაიზერი), ორბანი, კომპერი (46. ილსკანერი), ჰალშტენბერგი - კამპლი, დემე - ზაბიტცერი, ბრუმა - პოულსენი (60. ფორსბერგი) - ვერნერი.

გლადბახი-შტუტგარტი 2:0
გოლები: 1:0 რაფაელი (57), 2:0 რაფაელი (74-პენ)

ვოლფსბურგი-ვერდერი 1:1
გოლები: 1:0 ორიჯი (28), 1:1 ბარტელსი (56)

ოთხშაბათი, 20 სექტემბერი
კიოლნი-აინტრახტი 20:30
მაინცი-ჰოფენჰაიმი 22:30
ჰამბურგი-დორტმუნდი 22:30
ჰერტა-ლევერკუზენი 22:30
ფრაიბურგი-ჰანოვერი 22:30

ბომბარდირები: 6 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), 4 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი).

იტალია. სერია A. V ტური
ბოლონია-ინტერი 1:1
გოლები: 1:0 ვერდი (32), 1:1 იკარდი (77-პენ)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ'ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, ნაგატომო - ვესინო, ბორხა ვალერო (86. გალიარდინი) - კანდრევა (81. ბროზოვიჩი), ჟოაო მარიო (50. ედერი), პერიშიჩი - იკარდი

ოთხშაბათი, 20 სექტემბერი
ბენევენტო-რომა 20:00
მილანი-სპალ 22:45
ატალანტა-კროტონე 22:45
კალიარი-სასუოლო 22:45
ჯენოა-კიევო 22:45
იუვენტუსი-ფიორენტინა 22:45
ლაციო-ნაპოლი 22:45
უდინეზე-ტორინო 22:45
ვერონა-სამპდორია 22:45

ბომბარდირები: 8 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 6 - ჩირო იმობილე (ლაციო), 6 - მაურო იკარდი (ინტერი); 4 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).

ესპანეთი. ლა ლიგა. V ტური
ვალენსია-მალაგა 5:0
გოლები: 1:0 მინა (17), 2:0 ძაძა (55), 3:0 ძაძა (60), 4:0 ძაძა (63), 5:0 როდრიგო (86)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, გაბრიელი, მურილიო, ლატორე - სოლერი, პარეხო (73. მაქსიმოვიჩი), კონდოგბია (65. ა. პერეირა), გედეში - მინა, ძაძა (67. როდრიგო)

ბარსელონა-ეიბარი 6:1
გოლები: 1:0 მესი (20-პენ), 2:0 პაულინიო (38), 3:0 დ. სუარესი (53), 3:1 ენრიჩი (57), 4:1 მესი (59), 5:1 მესი (62), 6:1 მესი (87)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, მასკერანო, დინი - პაულინიო, ბუსკეტსი (65. რაკიტიჩი), ინიესტა (63. ს. რობერტო) - დეულოფეუ (75. ა. ვიდალი), მესი, დ. სუარესი

ოთხშაბათი, 20 სექტემბერი
ბილბაო-ატლეტიკო 22:00
ლეგანესი-ჟირონა 22:00
დეპორტივო-ალავესი 23:00
სევილია-ლას პალმასი 00:00
რეალი-ბეტისი 00:00

ხუთშაბათი, 21 სექტემბერი
ვილიარეალი-ესპანიოლი 22:00
სელტა-ხეტაფე 23:00
ლევანტე-სოსიედადი 00:00

ბომბარდირები: 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 4 - სიმონე ძაძა (ვალენსია),
3 - მაქსი გომესი (სელტა), ხუანმი (რეალ სოსიედადი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული