ადრიენ რაბიო: კილიან მბაპე პსჟ-ის ფეხბურთელი დღეს გახდება

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველი ადრიენ რაბიო აცხადებს, რომ ჯერ კიდევ "მონაკოს" ახალგაზრდა ვარსკვლავი კილიან მბაპე პარიზული კლუბის ფეხბურთელი დღეს გახდება.

"კილიანმა მითხრა, რომ მისი ტრანსფერი სამშაბათს გაფორმდება. ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავი სიახლეა. მბაპე ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გაბრწყინებული ფეხბურთელია. მას დიდი პოტენციალი აქვს. გარდა ამისა, ის პარიზის გარეუბანშია დაბადებული", - ციტირებს რაბიოს სიტყვებს Le Figaro.

გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ მბაპეს "მონაკოდან" იჯარით აიყვანს, მომდევნო სეზონში კი ფეხბურთელს 150 მილიონ ევროდ გამოისყიდის. ეს იმისთვის ხდება, რომ პარიზელებმა ფინანსური ფეარ-პლეის მოთხოვნები არ დაარღვიონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული