ESPN: 2026 წლის მუნდიალს, სავარაუდოდ, მაროკო უმასპინძლებს

AutoSharing Option
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, სავარაუდოდ, მაროკო უმასპინძლებს. ამის შესახებ ESPN იუწყება. აფრიკელებს წინააღმდეგობას აშშ უწევს, რომელიც კანადასა და მექსიკასთან ერთადაა გაერთიანებული.

აშშ-ის ინიციატივაა, რომ დაახლოებით 80 მატჩი მათ ქვეყანაში ჩატარდეს, მათ შორის, 1/4-ფინალური ეტაპიდან მოყოლებული ყველა დაპირისპირება. დანარჩენ 10 შეხვედრას კი კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ.

გამოცემისვე ინფორმაციით, ფიფას ეს ინიციატივა არ აწყობს. ამიტომ აპირებს, ყველაზე დიდი საფეხბურთო ფორუმის მასპინძლობა მაროკოს მიანიჭოს. ყველაფერი კი 2018 წლის 13 ივნისს გაირკვევა, როდესაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო 2026 წლის მუნდიალის მასპინძელ ქვეყანას დაასახელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული