ინგლისელმა ფანებმა რუსეთში ღამე შესაძლოა ტყეში გაათენონ, სადაც დათვები ბინადრობენ

AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის მხარდამჭერთა ფედერაციის პრეზიდენტი კევინ მაილსი თავისი ქვეყნის ფანებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის დროს დასარჩენ ვარიანტებს ეძებს.

რუსეთში სასტუმროების ნაკლებობაა. ამიტომ მაილსი გულშემტკივრებისთვის ღამის გათევის ერთ-ერთ ვარიანტად კემპინგსა და კარავში ღამის გათევას განიხილავდა.

მან რჩევისთვის რუსეთის ტურიზმის ასოციაციას მიმართა,  თუმცა მათ განუცხადეს, რომ ქვეყანაში კემპინგის კულტურა არაა განვითარებული.

მაილსს ერთადერთ ვარიანტად ტყეში დადგმული კარვით ღამის გათევაა, თუმცა ეს ძალიან საშიშია, რადგან შესაძლოა, გულშემატკივრებს მშიერი დათვები დაესხნენ თავს.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის ტყეებში 70 000 დათვი ბინადრობს, საკვების ნაკლებობის გამო კი ისინი ადამიანებს
თავს ხშირად ესხმიან.

მომზადებულია dailymail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული