"მატჩისწინა სექსისას პარტნიორს მართებს აქტიურობა" - კონტემ ფეხბურთელებს რჩევა მისცა

AutoSharing Option
იტალიელმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ფეხბურთელებს მატჩის წინ სექსის თაობაზე ერთობ სასარგებლო და ყურადსაღები რჩევები მისცა.

ტელეკომპანია Rai-სთან ინტერვიუში კონტეს ამ თემაზე თავისი გამონათქვამი შეახსენეს. მაშინ მან თქვა: "შეჯიბრებების პერიოდში სქესობრივი აქტი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, ნაკლები ძალისხმევაა საჭირო და ამასთან, პარტნიორის ქვეშ უნდა დარჩეთ".

ამჯერად კი მან აქტუალური თემა განავრცო: "ფეხბურთელობისას გამოცდილება შევიძინე, რომელიც შემიძლია გადმოგცეთ. საქმე ის კი არაა, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები დააწესოთ ან სიტუაციები აკრძალოთ, მაგრამ ჩემი რჩევაა, მატჩის წინ სექსისას რაც შეიძლება ნაკლები ენერგია დახარჯოთ.

ამის
კომპენსირება როგორ უნდა მოახერხოთ? მინიმალური ძალისხმევა პასიურობას ნიშნავს. ამიტომ პროცესის მეორე მონაწილეს მართებს განსაკუთრებულად აქტიურობა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
მანჩინი იყო საუკეთესო ნაპოლისთვის მარა ეგ რომ წამოვიდა იტალიის ნაკრებიდან სპალეტი არ იყო წასული ჯერ ნაპოლიდან და ამასობაში წავიდა არაბეთში
1
ეს რა წესიერი კაცი მეგონა თურმე რა მაიმუნი ყოფილა XDD აუ რა დაუკონკრეტა
lukaku
04:44 18-10-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული