"არსენალის" ფანებმა ლაკაზეტის მაისურები დაწვეს

AutoSharing Option
სოციალურ ქსელში ლონდონის "არსენალის" ფანებმა სურათები გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს, თუ როგორ იწვება მათი გუნდის ფორვარდის, ალექსანდრ ლაკაზეტის მაისურები. საქმე იმაშია, რომ "მეთოფეთა" ფორვარდი "ტოტენჰემთან" 0:1 წაგებულ შეხვედრაში 65-ე წუთზე ჩაერთო და ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, რამაც გულშემატკივართა გაბრაზება გამოიწვია.

თავად "არსენალი" კი ლონდონურ დერბიში საშინლად გამოიყურებოდა და ეს კარში დარტყმებშიც გამოიხატა. კარის ჩარჩოში ვენგერის ბიჭებმა ბურთი მხოლოდ ერთხელ მოახვედრეს, რაც იმად დაუჯდათ, რომ ახლა "მეთოფეთა" ბანაკში ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად მხოლოდ ოცნება შეუძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული