რა ითქვა "მანჩესტერ სიტი" - "ევერტონის" შემდეგ

AutoSharing Option
"ეტიჰად სთედიუმზე" ფრედ (1:1) დასრულებული სანახაობრივი შეხვედრის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე გუნდების მენეჯერები მოკლე კომენტარებით შემოიფარგლნენ:

პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი):"ისევე როგორც ამ გუნდთან გასულ წელს ჩვენს სტადიონზე, მეორე ტაიმში ურიგოდ არ გვიასპარეზია. პირველ ტაიმში მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მეტოქემაც კარგად ითამაშა. არც ვიცი, ორივე გუნდმა რამდენი მომენტი შექმნა.

ფეხბურთელებზე აუგი არ მეთქმის, მაგრამ 2 ქულა დავკარგეთ და ეს გასაანალიზებელია. ამასთან, ისიც ნუ დაგვავიწყდება, ევროპა ლიგის დონის გუნდს 10-11-ზე ვეთამაშეთ. ვეცადეთ, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ შევძელით".

რონალდ კუმანი
(ევერტონი):"კი ფლობდა მოწინააღმდეგე უპირატესობას, მაგრამ მომენტები
თითქმის არ ქონდა. ჩვენ კი შეგვეძლო კიდევ ერთი ბურთის შეგდება. არ გამოგვივიდა. აუცილებელი არ იყო მსაჯს ფეხბურთელები გაეძევებინა, მაგრამ დაძაბული შეხვედრა იყო და რეფერისაც გაუჭირდა.

რუნის შედეგიანობა არ მაკვირვებს. ვიცი, როგორ უნდოდა "ევერტონში" დაბრუნება. ძალიან გვიხარია რომ ჩვენთანაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული