"ბაიერნმა" შეიძლება 35 წლის ბერძენი მცველი დაიმატოს

AutoSharing Option
"ბილდის" ცნობით, "ბაიერნმა" შეიძლება თავისუფალ აგენტად მყოფი 35 წლის ბერძენი მცველი სოკრატის პაპასტატოპულოსი დაიმატოს.

ეს იმითაა გამოწვეული, რომ "ბაიერნის" რამდენიმე მცველი ტრავმირებულია. მიუნხენური გუნდის მწვრთნელს ტომას ტუხელს პაპასტატოპულოსთან კარგი ურთიერთობა აქვს - ისინი "დორტმუნდიდან" იცნობენ ერთმანეთს.

პაპასტატოპულოსმა "ოლიმპიაკოსი" ზაფხულში კონტრაქტის დასრულების შემდეგ დატოვა და ამჟამად უგუნდოდაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული