"დორტმუნდმა" "ლაიფციგი" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 3 მარტს ბუნდესლიგის 23-ე ტურში "დორტმუნდმა" "ლაიფციგს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მე-20 წუთზე სტუმართა მეკარემ მარკო როისი წააქცია და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად თავად დაზარალებულმა აქცია და "ყვითლები" დაწინაურდნენ.

39-ე წუთზე შორეული დარტყმით ემრე ჯანმა თავისი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში "ლაიფციგი" გააქტიურდა და 74-ე წუთზე რაუმის გადაცემით ემილ ფორსბერგმა სხვაობა შეამცირა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, "დორტმუნდმა" ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში 49 ქულით პირველ ადგილს იკავებს, მეორეადგილოსან "ბაიერნს" კი 3 ქულით უსწრებს,
"რეკორდმაისტერი" დღეს "შტუტგარტს" დაუპირისპირდება. "ფუტკრები" მორიგ შეხვედრას 8 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსის" წინააღმდეგ გამართავენ.

"ლაიფციგი" გათამაშებაში 42 ქულით მე-4 ადგილზეა, მარკო როზეს გუნდი 11 მარტს "გლადბახს" დაუპირისპირდება.

alt"დორტმუნდი" ბელინგემის სანაცვლოდ 140 მილიონ ევროს ითხოვს

alt"დორტმუნდი" მზადაა ბელინგემი გაყიდოს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული