სურვილი ორმხრივია - სანჩო, სავარაუდოდ, "დორტმუნდში" დარჩება

AutoSharing Option
Sky Sport Germany-ს ცნობით, "დორტმუნდს" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" იჯარით აყვანილი ჯეიდონ სანჩოს შენარჩუნება სურს.

"ბორუსია" მზადაა, ფეხბურთელის იჯარა გაახანგრძლივოს, ან ის 35 მილიონ ევროდ გამოისყიდოს. "სიგნალ იდუნა პარკზე" დარჩენის წინააღმდეგი არც თავად ინგლისელია.

სანჩო "დორტმუნდში" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე იჯარით დაბრუნდა და 10 მატჩში 2 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული