"პროგრესი გვაქვს და იმედია, ასე გავაგრძელებთ" - ტენ ჰაგი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
პრემიერლიგის 27-ე ტურში "მანჩესტერული დერბი" გაიმართა, სადაც "სიტიმ" "იუნაიტედი" 3:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ "მანკუნიანელთა" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია.

"სიტუაცია სწრაფად იცვლება. "ევერტონის" წინააღმდეგ კიდევ ერთი ფინალის ტოლფასი მატჩი გველოდება. ასეთ შეხვედრებში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.

წელს შესამჩნევი პროგრესი გვაქვს. მეხუთე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რაც შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტანი აღმოჩნდეს", - განაცხადა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, "იუნაიტედი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-6 ადგილზეა და მე-5 პოზიციაზე მყოფ "ტოტენჰემს" 6 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი შენ გაქვს პროგრესი და მეორე ბაბუაჩემს
ვანჩოპე
19:20 04-03-2024
1
Romel progresze saubrobs es kaci???
L.J .
16:46 04-03-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული