ოფიციალურად: "დორტმუნდში" დემბელეს იარმოლენკო შეცვლის

AutoSharing Option
ზუსტად იმ დროს, როდესაც "ბარსელონამ" უსმან დემბელე გულშემატკივრებს წარუდგინა, დორტმუნდის "ბორუსიამ" ახალგაზრდა ფრანგი შემტევის შემცვლელის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა - გერმანიის თასის მოქმედმა მფლობელმა კიევის "დინამოს" შემტევი ანდრეი იარმოლენკო დაიმატა.

ფეხბურთელთან 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ტრანსფერის თანხა ოფიციალურ დონეზე არ ხმაურდება. არაოფიციალური ინფორმაციით, დორტმუნდელები 25-30 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ანდრეი იარმოლენკო "დინამოს" პირველ გუნდში 2008 წლიდან თამაშობდა. კიეველთა მაისურით მან 341 თამაში ჩაატარა და 137 გოლი გაიტანა.
ასევე დაგაინტერესებთ