უკრაინელი ჟურნალისტი: წიტაიშვილი კიევის "დინამოში" დაბრუნდება, მაგრამ...

AutoSharing Option
უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა გიორგი წიტაიშვილის მომავლის შესახებ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, რომელსაც კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და იჯარის წესით ბათუმის "დინამოში" თამაშობს.

"წიტაიშვილი კიევის "დინამოს" ეკუთვნის და იძულებული იქნება დაბრუნდეს, რათა კიევურ კლუბთან კონკრეტული ვალდებულებები შეათანხმოს, რადგან მოქმედი ხელშეკრულებითაა დაკავშირებული. ნებისმიერ შემთხვევაში დაბრუნდება, მაგრამ თუ ფიფას წესი გაგრძელდა, რომლის მიხედვით, უცხოელებს კონტრაქტის შეჩერების უფლება აქვთ, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაბრუნდეს.

წიტაიშვილი, რომელიც საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე გავიდა, ჩემპიონატის შემდეგ კიევის "დინამოში" დაბრუნდება, მერე კი საკითხი
გადაწყდება", - განაცხადა ციგანიკმა თავისი საავტორო პროგრამის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან მომწონს წიტას თამაში. კარგი ტექნიკა აქვს. ბერძნებთან მისი გარღვევა, ერთ რამედ ღირდა. მიხედეთ მაგ ბიჭს, არ შეიძლება მისი მარტოდ დატოვება ვიღაც გუნდების საჯიჯგნად.
გულშემატკივარი
05:32 07-04-2024
1
წარმოვიდგინოთ რომ უკრაინის მაგივრად რუსეთი რომ ყოფილიყო და ისე მოქცეოდა ამ ბიჭს როგორც ის ჩვენი "მეგობარი" უკრაინელები ექცევიან რა ამბავი ატყდებოდა აქაურ ლიბერალურ ბოსელში !კაცმა მსოფლიოს ჩემპიონობა მოუპოვა იმ უმადურ ღორებს და როგორ გადაუხადეს მადლობა @ ეროვნებით უკრაინელი რომ ყოფილიყო კიდევ ხო მაგრამ ქართველია და საქართველოში უნდა თამაში და ამის გამო როგორ მოიძულეს @@ საზონოვი რუსია (ყოველ შემთხვევაში გვარით) მაგრამ ერთი მაგალითი მოიყვანოს ვინმემ ან ბულინგის ან ასეთი ქცევის როგორც უკრაინელები ექცევიან წიტაიშვილს ! ვერავინ ვერ მოიყვანს მაგალითს იმიტომ რომ არ არსებობს ბუნებაში ! აი ესეც თქვენი რუსეთი და "მეგობარი" უკრაინა @@
zura222
13:51 03-04-2024
8

სიახლეები პოპულარული