"დემბელე ბო**ია" - "ბარსელონას" ფანები ყოფილ ფეხბურთელს შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეეგებნენ და პსჟ-ის სასტუმროსთან ღამით დიდი ამბავი მოაწყვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბარსელონას" ფანები გუნდის ყოფილ ფეხბურთელ უსმან დემბელეს შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ.

მოგეხსენებათ, ფრანგმა კლუბების პირველ დაპირისპირებაში კატალონიელებს გოლი გაუტანა, რის შემდეგაც იზეიმა და ამ ყველაფერმა "ბლაუგრანას" ფანები ძალიან გააღიზიანა.

სასტუმრო Vela-ში შესვლის დროს, სადაც პსჟ-ის ფეხბურთელებმა ღამე გაათიეს, დემბელეს დანახვაზე "ბარსელონას" გულშემატკივრებმა Puta Dembele-ს სკანდირება დაიწყეს (დემბელე ბო**ია).

ტელეკომპანია El Chiringuito-ს ცნობით, ღამით კატალონიური კლუბის ფანებმა პსჟ-ის სასტუმროსთან ფეიერვერკები გაისროლეს და ამით მათთვის დისკომფორტის შექმნა სცადეს.

Diario Sport-ი აღნიშნავს, რომ პსჟ-ის გულშემატკივრები ანალოგიურად იქცეოდნენ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩის წინ, რომელიც
პარიზში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და პსჟ-ის დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა საფრანგეთში "ბარსელონას" გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბარსელონაში, ბარსას "ფანები" ყავთ?! როგორც ვიცით უმეტესი ტურისტები არიან.
ვაა?
23:38 16-04-2024
1
პუტალონიაში ბო..ბი გაახსენდათ :)))
დათო
17:36 16-04-2024
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული