"ბარსელონა" არაუხოს გასასხვისებლად მზადაა

AutoSharing Option
"ბარსელონა" მზადაა, კარგი შეთავაზების შემთხვევაში, მცველი რონალდ არაუხო გაყიდოს, - იტყობინება ESPN.

გამოცემის ცნობით, კატალონიური კლუბი 25 წლის ურუგვაელს 100 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევა. მისი სამსახურით პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი და "ბაიერნია" დაინტერესებული.

არაუხოს "ბარსასთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მიმდინარე სეზონში კი ლა ლიგის 20 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული