"ეს ხალხი ჩვენ შორის არ უნდა იყოს, მეტის გაკეთება შეგიძლიათ" - ვინისიუსი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" შემტევ ვინისიუსს 2023 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალზე სოკრატესის პრემია მიანიჭეს, რომელიც მას ჰუმანიტარული მოღვაწეობისთვის გადაეცა.

ბრაზილიელმა სიტყვით გამოსვლისას რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაამახვილა ყურადღება:

"მოსაწყენია ყოველთვის რასიზმზე საუბარი, მაგრამ ამაზე იქამდე ვილაპარაკებ, ვიდრე ამას საჭიროება მოითხოვს.

ძალიან სამწუხაროა, რომ მოედანზე შეურაცხყოფას მაყენებენ. იმედი მაქვს, სიტუაცია შეიცვლება. ის უკვე უკეთესდება. ლა ლიგას, უეფასა და ფიფას მეტის გაკეთება შეუძლიათ იმისთვის, რომ ეს ხალხი ჩვენ შორის არ იყოს", - თქვა ვინისიუსმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რა თქმა უნდა არა რასიზმს, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლამ რეალურად მიიღო სახე შავკანიანების სასარგებლოდ, მათი უფრო გაძლიერების თეთრკანიანებთან მიმართებაში. რასიზმი არის ყველანაირი კანის ფერის ადამიანების თანასწორობა და არა რომელიმეს უპირატესობას. ცალსახად აღიქმება რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ შავკანიანების დაცვის მექნიზმად და არა თანასწორობის. ამის ბევრი მაგალითია უკვე სადაც შავკანიანები ჩაგრავენ თეთრკანიანებს არასწორად აღქმული "ყბადაღებული რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლოს" გამო.
არა რასიზმს!
09:21 01-11-2023
0
უფრო მეტი დრო უნდა დაუთმო ფეხბურთს ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებს.
ზურიკო
23:34 31-10-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული