ანჩელოტი: "ბარსელონასთან" განსაკუთრებული, მაგრამ არა გადამწყვეტი მატჩი გველის

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" მატჩის წინ კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა:

"მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის, განსაკუთრებული. ეს სეზონის პირველი კლასიკოა. ამ მატჩის მნიშვნელობის ახსნას არ საჭიროებთ - მთელი მსოფლიოსთვისაა. მეტი კლასიკო იქნება - მეორე თამაში, სუპერთასი, თასი, ჩემპიონთა ლიგა. ერთმანეთთან დაპირისპირების ბევრი ვარიანტია. თამაშს კარგ ფორმაში ვხვდებით.

იმაზე მეტია, ვიდრე თამაში? სეზონი ხანგრძლივია, იმის თქმა, რომ ლა ლიგაში ბრძოლის ბედს გადაწყვეტს, ზედმეტია. ბელინგემს კუნთების პრობლემა აღარ აქვს და ხვალ ითამაშებს.

"ბარსელონა" როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში შესანიშნავი გუნდია, წელს პერსპექტიული ახალგაზრდებით შეივსო. ისეთივე "ბარსას"
ნახვას ველით, როგორიც ყოველთვის იყო. შანსები თანაბარია. ვფიქრობ, გულშემატკივრებს თამაში მოეწონებათ".

მკითხველის კომენტარები / 2 /
პაპა კარლო მხოლოდ ჰანდიკაპით მოგება ჩაითვლება დადებით შედეგად.1:3
მამუკა
23:59 27-10-2023
1
ეს უკვე წაგებისთვის ემზადება. ამისი დაცვითი ფეხბურთი საშინელებაა
Dima
23:35 27-10-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული