კარლო ანჩელოტი: "ჟირონას" ჩვენთან სერიოზული უპირატესობა აქვს

AutoSharing Option
ლა ლიგას "ჟირონას" სახით მოულოდნელი ლიდერი ჰყავს, რომელსაც 1 ქულით "რეალი" ჩამორჩება და ეს გუნდები ერთმანეთს 30 სექტემბერს კატალონიაში შეხვდებიან. მომავალი მატჩის წინ  ESPN-თან კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა:

"ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმას, რასაც სატურნირო ცხრილი ამბობს. პირველ შეხვედრებში "ჟირონას" სხვა გუნდებზე უკეთესი შედეგი აქვს. ამას პატივისცემით ვეკიდებით. "ჟირონას" ბრძოლის უნარი გააჩნია.

მათ სერიოზული უპირატესობა აქვთ - გუნდი ევროთასებზე არ მონაწილეობს, ამიტომ მატჩებისთვის კარგად ემზადება.

ყველაზე მეტად გუნდებზე გავლენას ნაკრებების თამაშები ახდენს. გვაქვს ტრავმები და დაღლილობა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული