მბაპე რეკორდსმენი გახდა და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში პსჟ-მა "ბარსელონას" უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე უსახური მატჩი ჰქონდა ფრანგული გუნდის ლიდერ კილიან მბაპეს, რომელმაც ძალიან დაბალი შეფასება, 3 ქულა მიიღო.

სამაგიეროდ, პარიზელთა ფორვარდი რეკორდის ავტორი გახდა. კილიანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 70 შეხვედრაში ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში მიიღო მონაწილეობა.

მან ეს მაჩვენებელი 25 წლისა და 112 დღის ასაკში დააფიქსირა. აქამდე რეკორდი ლიონელ მესის ეკუთვნოდა - 25 წელი და 121 დღე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ არაფერი, აი იამალი, კუბარსი, გავი, წამოიზრდებიან და მაგ რეკორდისგან აღარაფერი დარჩება.
სამაგიეროდ, პარიზელთა ფორვარდი რეკორდის ავტორი გახდა. კილიანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 70 შეხვედრაში ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში მიიღო მონაწილეობა
16:08 11-04-2024
2
ეგეც, ჰოლანდი, ბელინგემი, მაგრად გაპიარებულები არიან!
ზურა
13:37 11-04-2024
9

სიახლეები პოპულარული