"ბაიერნმა" "კოპენჰაგენის" დამარცხებით 2 რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრაში "ბაიერნმა" გასვლაზე "კოპენჰაგენი" 2:1 დაამარცხა, რითაც მიუნხენელებმა 2 რეკორდი დაამყარეს.

გერმანული გიგანტი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე უკვე 36 შეხვედრაა არ მარცხდება, რაც საუკეთესო შედეგია.

ბოლოს "ალიანს არენის" ბინადრებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2017 წელს პსჟ-სთან წააგეს.

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნს" ჯგუფური ეტაპის დაპირისპირებებში ზედიზედ 15 მოგება აქვს, რაც ასევე აბსოლუტური რეკორდია.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული