ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალი" 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გავიდა ნახევარფინალში[VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში "იუვენტუსმა" 3:1 დაამარცხა "რეალი", მაგრამ ორი მატჩის ჯამში "რეალი" გავიდა ნახევარფინალში. გავიდა 90+7-ე წუთზე რონალდოს გატანილი პენალტით.

ტურინში მოგებული პირველი შეხვედრის შემდეგ (3:0) თითქოს "რეალს" ადვილად უნდა გადაელახა "იუვენტუსის" ბარიერი, მაგრამ მე-2 წუთზე ხედირას გადაცემით მანძუკიჩმა, რომელიც მწვრთნელმა ალეგრიმ დისკვალიფიცირებული დიბალას ნაცვლად დააყენა ძირითად შემადგენლობაში, თავურით გახსნა ანგარიში და დაპირისპირებას ინტრიგა დაუბრუნდა.

ამის შემდეგ თამაში ორმხრივ იერიშებში წარიმართა და ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები. განსაკუთრებით სახიფათოდ მასპინძლები უტევდნენ, ალეგრიმ ჩათვალა, რომ დე შილიო ვერ ასრულებდა თავის
სამუშაოს მარჯვენა ფლანგზე სათანადოდ და ლიხტშტაინერით შეცვალა.

შეცვალა და ბლანკოსის იერიშებიც მინავლდა. მინავლდა დროებით. კროოსმა და ისკომ ვერ გამოიყენეს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა და მანძუკიჩმა სწრაფი კონტრშეტევისას ამჯერად ლიხტშტაინერის აწეულ ბურთს დაჰკრა თავი, 0:2 და ყველამ გაიფიქრა - ნუთუ "რომასა" და "ბარსელონას" მსგავსი სენსაციის მოწმენი შევიქნებით? ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ვარანმა ძელს გაარტყა ბურთი.

შესვენებაზე "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ორმაგი ცვლილება განახორციელა, კაზემიროსა და ბეილის ნაცვლად მოედანზე ვასკესი და ასენსიო შეუშვა. "ბებერმა ქალბატონმა" კი თამაში დააწყნარა და შანსს მშვიდად ელოდა. ელოდა და მიიღო კიდეც: 61-ე წუთზე ნავასის შეცდომით მატიუდიმ ისარგებლა და 0:3. "იუვენტუსს" 1 საათი ეყო ორი მატჩის ჯამში ანგარიშის გასათანაბრებლად.

ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში ბენატიასთან ბრძოლაში ვასკესი წაიქცა საჯარიმოში, მსაჯმა პენალტი დანიშნა, მერე კამათისთვის ბუფონი გააძევა, მის ნაცვლად კარში ჩამდგარ შესნის კი რონალდომ  თერთმეტმეტრიანი გაუტანა და "რეალი" ნახევარფინალში გავიდა.


მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 75 796 მაყურებელი

რეალი - იუვენტუსი 1:3

გოლები: 0:1 მანძუკიჩი (2), 0:2 მანძუკიჩი (37), 0:3 მატიუდი (61), 1:3 რონალდო (90+7)
გაძევება: ბუფონი (93)
რეალი: ნავასი, კარვახალი, ვალიეხო, ვარანი, მარსელო, კაზემირო (ვასკესი 46), მოდრიჩი (კოვაჩიჩი 75), კროოსი, ისკო, ბეილი (ასენსიო 46), რონალდო

იუვენტუსი: ბუფონი, დე შილიო (ლიხტშტაინერი 17), კიელინი, ბენატია, ალექს სანდრო, პიანიჩი, მატიუდი, ხედირა, დუგლას კოსტა, მანძუკიჩი, იგუაინი (შესნი 96)

მატჩის შემდგომი კომენტარები:

▶ მასიმილიანო ალეგრი: ეს პენალტი კუადრადოს შებრუნებული სიტუაციაა
ზინედინ ზიდანი: დამსახურებულად გავედით ნახევარფინალში
ჯანლუიჯი ბუფონი: მსაჯს გული კი არა ნაგვის ურნა აქვს
მკითხველის კომენტარები / 28 /
Barem saxlshi daudet tasi iuves. Jer goli ar chautvales reals. Yopiliyo video reperi xo chatvlidnen.. mere meore ramdens uxeshobdnen iuves pexburtelebi...? Eg aris waxaliseba..penalti ara goli ara jarimaze tvalebis daxuchva da ar gagdeba.. da es gindodat zog zogiertebs? Mere ityodit samartlianad gavida iuveo? Da psj ro gaagdo barsam iq ra penlebic dainishna magis mere xma rogor unda amoigon ver vxvdebi
Roma
12 აპრილი 2018 08:51
12
ბუფონის გაძევების ერთი მიზეზია მხოლოდ და ალბათ შეურაწყოფა ეგრე 10 ვე უნდა გაეგდო მაშინ მეკარის პირდაპირ გაგდება როცა სხვის გამო ნიშნავ პენალტს თან ასეთ მატჩი რომელიც შეიძლება კიდევ მინიმუმ 30 წუთი გაგრძელდეს არის მიკერძოება რეალის ქართველ ფანობას გუშინ ბარსას რო იგდებდით მასხრად ხეფავთ რა ხელად შემმოგიტრიალდათ სხვისი დაცინვა? ბარსა ღირსეულ ბრძოლაში გავარდა რეალს კი გოლი ლანგრით მიართვეს
ნოდო
12 აპრილი 2018 08:20
10
რონალდომ გადაარჩინა რეალი რამხელაზე ახტა და როგორი პასი დაუგდო ვასკესს!!!მერე პენალტიც იდეალურად დაარტყა ძალიან დიდი წნეხია მაგ დროს და ამას სუ ფეხებზე კიდია და მაგიტომაცაა რონალდო!!!აი მესიმ ვერ გადაარჩინა ბარსა და მოწდნიდან ვირთხასავის გაიპარა:)
ucha martalishvili
12 აპრილი 2018 08:16
16
არ ხარ მართალი,პენალტი იყო მსაჯს შეეძლო დაენიშნა და დანიშნა.ვერავინ იტყვის მოიგონაო.უბრალოდ შესაძლებელი იყო არ დაენიშნა და მერე მეალის ფანების კრიტიკის ობიექტი გახდებოდა.უკნიდან რომ არ ეთამაშა ბენატიას ვასკესი მაგას 100 დან 100 ჯერ გაიტანდა,ბურთს ვერ მოარტყა ფეხი ბენატიამ და ეს უკვე პენალტია ძმებო
ucha martalishvili
12 აპრილი 2018 08:12
14
დაჩაგრეს იუვე.
status quo
12 აპრილი 2018 08:10
3
Totalizator da gayiduli tamashebi sanam iarsebebs, bevri kitxva chndeba Didi mayurebeli Ara var tumca bevri kitxva chndeba faktia....
Zaza
12 აპრილი 2018 07:56
1
იუვენტუსს ყოჩაღ, უფრო სწორად ალეგრის! მაგრამ არც ნავასი უნდა დაგვავიწყდეს მესამე ბურთზე და მეორეც არ იყო აუღებელი. ზიზუმ არასწორი შემადგენლობა დააყენა (ბეილი ბენზემას ნაცვლად და ვალიეხო?!) , ხოლო ცვლილებები უარესი (კაზემიროს გაყვანა). პენალტზე კი რამდენად დარწმუნებულები ხართ რომ არ იყო?ბურთზე კონტაქტი არ იყო, ვასკესზე კი ზურგიდანაც და ფეხითაც.
???
12 აპრილი 2018 02:06
1
აი ასეთ შემთხვევებშია ვიდეორეფერი საჭირო ჯიჯიც აღარ მიიღებდა წითელს ან საერთოდ მისი გაგდება როგორ შეიძლებოდა...! არამგონია ვიდეორეფერს თამაში გაეფუჭებინა, ეს მატჩი დამატებით 30 წუთი რომ გაგრძელებულიყო კარგი იქნებოდა
svan
12 აპრილი 2018 01:13
4
ზუსტად მაგიტომ არ ნერგავენ ლიგაზე ვიდეო რეფერის...გაიხსენე შარშანდელი მეოთხედფინალი, მაშნაც განმეორებითი თამაში, ასევე მადრიდში ბაიერნთან...როგორც ჩანს წელსაც გადაწყვეტილია რომ რეალი ფინალშ უნდა დადონ...
გიორგი
12 აპრილი 2018 01:34
2
როცა გუნდი გასვლაზე, ბერნაბეუზე უგებ რეალს, ისიც სამით ნოლს. როცა თამაში დამატებითში გადადის და დარჩენილია წუთზე ნაკლები - მსაჯი ნიშნავ პენალს(ისიც სადაო სიტუაციაში) და პლუს მეკარეს წითელი ბარათი? ნუარვიცი...
ბიანკონერი
12 აპრილი 2018 01:08
8
-ნუ არ ვიცი, კი არა ეგეთი მსაჯის ტუ.......!
ozeki
12 აპრილი 2018 09:19
2
აი საღოლ მსაჯს რა. ეს რა ჯანდაბა ხდება ფეხბურთში. რამდენჯერ უნდა შეცდნენ ერთი გუნდის სასარგებლოდ თფუი მაგათი...
kashialegend
12 აპრილი 2018 01:07
4

სიახლეები პოპულარული