მასიმილიანო ალეგრი: ეს პენალტი კუადრადოს შებრუნებული სიტუაციაა

AutoSharing Option
აი, რა თქვა "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ:

"არ მინდა მსაჯის გადაწყვეტილების განხილვა. მეცოდებიან ბიჭები, მათ კარგად ითამაშეს ტურინში პირველი 60 წუთი და იქ გასატანი გოლები დღეს გაიტანეს. ეს პენალტი კუადრადოს შებრუნებული სიტუაციაა, რომელიც პირველ შეხვედრაში იყო.

მაშინ ვთქვი, რომ ერთ მომენტს შეძლო დაპირისპირების ბედი გადაეწყვიტა. როგორც მინიმუმ დამატებით დროში თამაშს ვიმსახურებდით. ორი ცვლილება მქონდა შემონახული და ეს ნახევარ საათში დამატებით მუხტს შეგვძენდა.

რა უთხრა ბუფონმა მსაჯს? რომ პენალტი არ იყო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული