ჯანლუიჯი ბუფონი: მსაჯს გული კი არა ნაგვის ურნა აქვს

AutoSharing Option
"რეალთან" ჩემპინთა ლიგის განმეორებითი მატჩის დასასრულს "იუვენტუსის" მეკარე ჯიჯი ბუფონი გააძევეს, რომელმაც მსაჯი მაიკლ ოლივერი შეხვედრის დასრულების შემდეგ უდიერად მოიხსენია.

"10%-თაც არ იყო პენალტი. ვიცი, არბიტრი ხედავდა, მომენტი გაურკვეველი გახლდათ. 93-ე წუთზე დანიშნა ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი, პირველ შეხვედრაში კი ნაღდი პენალტი არ მოგვცეს. არ შეიძლება ასეთ მომენტში თერთმეტმეტრიანის დადება.

გუნდმა ამ თამაშს მთელი ძალა შეალია და ერთმა კაცმა ყველაფერი წყალში გადაგვიყარა საეჭვო ეპიზოდის გამო. რეფერის გული კი არა, სანაგვე ურნა აქვს. თუ არ შეუძლია ასეთ სტადიონზე მსაჯობა,
დაჯდეს ტრიბუნაზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად, დალიოს მინერალური წყალი და მიირთვას ჩიპსი.

"რეალმა" ორი მატჩის ჯამში დაიმსახურა შემდეგ ეტაპზე გასვლა. წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ჩვენ მინიმუმ დამატებით დროში თამაშის ღირსები ვიყავით".
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაიკლ ოლივერია მსაჯი ეს უდიერი სად მოიგონეთ ))
Grigala
09:58 12-04-2018
4
რონალდო და ეს უდიერი ჯიჯის ერთი ფრჩხილის ფასადაც არ ღირან.
ბაიერნი
09:28 12-04-2018
6

სიახლეები პოპულარული