პეტერ ბოსი: პირველმა გაშვებულმა გოლმა გაგვტეხა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "ტოტენჰემთან" წაგებულ მატჩზე (1:2) კომენტარი დორტმუნდის "ბორუსიას" მწვრთნელმა პეტერ ბოსმა გააკეთა:

"პირველი გაშვებული გოლის შემდეგ ცხადი შეიქნა, რომ გავტყდით. პირველ ტაიმში ჭკვიანურად ვთამაშობდით, ზონებს უნარიანად ვკეტავდით, მომენტებს ვქმნიდით. 1:1-ის მერე კი ავიჭერით.

გოლი შეცდომის შედეგად მივიღეთ და დავიბენით. ასეთ ინდივიდუალურ შეცდომებს ასეთ მაღალ დონეზე არ გაპატიებენ. თვითდაჯერებულობა გვაკლია, რაც წარუმატებელი სერიის შემდეგ ხდება ხოლმე".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული