სფფ უეფასგან ჯილდოს სახით ფულად პრემიას მიიღებს

AutoSharing Option
უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წლის ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში სპეციალური პრიზი გადასცა. "ფეარ პლეის" შედეგების გათვალისწინებით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 55 წევრი ასოციაციიდან სამი საუკეთესო დაასახელა. მათ შორის: "ფეარ პლეის" ლიდერი ქვეყანა, ყველაზე პროგრესირებადი ქვეყანა და ყველაზე მოწესრიგებული გულშემატკივრით გამორჩეული ევროპული ქვეყანა.

საქართველომ "ფეარ პლეის" ყველაზე პროგრესირებადი ქვეყნის პრიზი პირველად მიიღო.

2016/17 წლების საფეხბურთო სეზონში, "ფეარ პლეის" რეიტინგში, საქართველოს წინა სეზონთან შედარებით მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი პროგრესი ჰქონდა.

წესების თანახმად, აღნიშნულ შედეგში გათვალისწინებულია უეფას ეგიდით გამართული როგორც საკლუბო, აგრეთვე ეროვნული
და ასაკობრივი ნაკრებების მატჩები და მასში "ფეარ პლეის" წესების დაცვა.

"ფეარ პლეის" ლიდერად ისლანდია რჩება. ქცევით გამორჩეული გულშემატკივრის ჯილდო კი ფინეთს გადაეცა. სამივე ფედერაცია უეფასგან ჯილდოს სახით ფულად პრემიას მიიღებს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამგვარი კომენტარებზე მოდი და არ შეგზიზღდეს ფეხბურთი :@ (zviadi )
George²
22:06 04-01-2018
0
რა მორჩება კობიაშვილს
zviadi
17:11 04-01-2018
7

სიახლეები პოპულარული