ფუტსალის პლეი-ოფის ბილეთების გაყიდვა 22 სექტემბერს იწყება

AutoSharing Option
ფუტსალში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩის, საქართველო-რუმინეთის ბილეთების გაყიდვა 22 სექტემბრიდან დაიწყება. გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა როგორც ონლაინ, ისე ოლიმპიური სასახლის სალაროებში შეეძლება. ბილეთის ფასი 5 ლარია.

საქართველოსა და რუმინეთის დაპირისპირება 26 სექტემბერს, 20:30 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. პლეი-ოფში გამარჯვებული ნაკრები 2018 წელს სლოვენიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის რუმინეთში გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

- რუმინეთი-საქართველო 2:2 - ახლოს ევროპასთან! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული