ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი მეორე მატჩშიც დაამარცხა

AutoSharing Option
7 თებერვალს საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. პირველი მატჩის მსგავსად, მეორე თამაშიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 4:2

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა იშტვან ჰოდნოდის გოლით გახსნეს, რასაც მასპინძლებმა გიორგი ჩიმაკაძის, ჯანიკო გიორგაიას და გიორგი ღავთაძის გოლებით უპასუხეს. რუმინეთის ნაკრებმა მეორე ტაიმის დასაწყისში მატეი ბოშნიაგას გოლით შეამცირა სხვაობა, საბოლოო ანგარიში კი ირაკლი თოდუამ დააფიქსირა.

რუმინეთთან ამხანაგური მატჩები საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდში ჩვენი გუნდის მეტოქეთა ვინაობა 30 მაისს გახდება ცნობილი,
მატჩები კი მიმდინარე წლის დეკემბრიდან ჩატარდება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული