ეს მამარდაშვილის წასვლის დადასტურებაა? - "ვალენსიამ" გამოცდილ მეკარესთან შეთანხმებას მიაღწია

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "ვალენსიამ" "რაიოს" მეკარე სტოლე დიმირრიევსკისთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.

30 წლის ჩრდილომაკედონიელს მადრიდულ გუნდთან კონტრაქტი ამა წლის ზაფხულში ეწურება, რომელიც დიდი ალბათობით, აღარ გახანგრძლივდება.

ეს ყველაფერი კი იმას მოასწავებს, რომ "ღამურები" გიორგი მამარდაშვილის შემცვლელზე უკვე აქედანვე ზრუნავს.

სპორტულ პრესაში დიდი ხანია იწერება, რომ ქართველი კიპერის დამატება არაერთ ცნობილ გუნდს სურს, სულ ბოლოს კი ყველაზე ხშირად "ნიუკასლის" სახელი ჟღერს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
უფასოდ ასეთი მეკარის დათრევას,მადრიდის რეალიც კი შეეცდება.მამარდა თუ გაყიდეს,ხომ დაიკავებს მის ადგილს.თუ არ გაყიდეს,მაშინ კი,ჯერ ერთი კონკურენციას შეუქმნის და მერე,უკვე ვალენსიასთან კონტრაქტ დადებულ მეკარეს,რომელმაც უკვე დაამტკიცა კლასი,აუცილებლად გამოუჩნდება ყიდვის მსურველი,ვისაც რაიმე მიზეზით,მეკარის ყიდვა დასჭირდება.კონტრაქტი,აუცილებლად გამოსასყიდი იქნება და ზედმეტი ფული,რა თქმა უნდა გამოადგება,ვალენსიას.დარწმუნებული ვარ,დმიტრიევსკის,მრავალი მსურველი გამოუჩნდება და რამდენად შესწვდება ვალენსია,ეგაა საკითხავი.
სოსო
10:27 05-04-2024
2
ევროპაზე თუ გაიბრწყინა მერე ნახეთ რიგი, მთავარია ევროპის ჩემპიონატამდე არავისთან გააფორმოს კონტრაქტი. მჯერა გიოსი რო ძალიან მაგრათ დაიცავს საქართველოს. წინ ბიჭებოოოოოო.
კახა
19:12 04-04-2024
3

სიახლეები პოპულარული