მამარდაშვილის ვალენსიამ" "ბეტისთან" მნიშვნელოვანი მატჩი წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 32-ე ტურში „ვალენსია“ სახლში, ევროტურნირებზე გასასვლელ ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ბეტისთან“ 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ და მამარდაშვილთან პირისპირ გასულმა პერესმა თავისი გუნდი დააწინაურა. შესვენების შემდეგ სტუმრებმა თამაში გამოასწორეს, პეპელუმ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ პერესმა რიკოშეტით სევილიელები ისევ წინ გაიყვანა და გამარჯვება მოუპოვა.

მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 6.9, Flashscore 6.7, Whoscored 6.5.

„ვალენსია“ 47 ქულით მერვე ადგილზეა და 29 აპრილს გასვლაზე „ბარსელონას“ შეხვდება.

ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - ბეტისი 1:2
გოლები: 0:1 პერესი (19), 1:1 პეპელუ
(66, პენ), 1:2 პერესი (77)

altCadena SER: მამარდაშვილის სამაგალითო ჟესტი სპორტს აკეთილშობილებს

მკითხველის კომენტარები / 7 /
აი ეს იცის ალა ლუსული კანონის უაზრო ძახილმა!!
Kostava
17:53 21-04-2024
3
სამაგიეროდ პოლიტიკაში ერკვევა მაგრად...
ბნელი ღრუზინი
15:55 21-04-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული