კალცონა: მსაჯს ოსიმენის წაქცევისთვის პენალტი უნდა დაენიშნა

AutoSharing Option
"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ორი მატჩის ჯამში, "ბარსელონასთან" 2:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:

"სამწუხაროდ, ბურთს ძალიან ხშირად ვკარგავდით, რაც ასეთი კლასის მეტოქესთან დაუშვებელია. ვიცოდით, გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით. მომენტებს ვქმნით, დაცვა კი გამოსასწორებელია.

ოსიმენზე არდანიშნული ნაღდი პენალტის ეპიზოდი ვნახე და მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა. ერთხმად იმავეს ამბობენ იტალიური ტელევიზიების ექსპერტები. არ მესმის, ასეთი დონის ტურნირზე ესოდენ მნიშვნელოვან ეპიზოდს რატომ არ აქცევს Var-ი ყურადღებას. სწრაფად გადაწყვიტეს, რომ თამაშის წესების დარღვევას
ადგილი არ ჰქონდა. ამას შეხვედრის მიმდინარეობაზე შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა.

მოედანზე ჩემი ფეხბურთელები მიმოფანტული იყვნენ, რაც ძალიან არ მომწონს. რამდენჯერაც ბურთი დავკარგეთ, იმდენჯერ სწრაფი კონტრშეტევა მივიღეთ. ამაზე მუშაობა და სასწრაფოდ გამოსწორება გვჭირდება. ოსიმენი ხშირად რჩებოდა თამაშგარეში, თუმცა ეს მისი ბრალი არ არის.

სერია A დაგვრჩა. ბევრი რთული მატჩი გველის. ამ ბიჭებთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას უნდა ვეცადო. ისინი მონდომებულები არიან, პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით".


მკითხველის კომენტარები / 22 /
ერთხელ კიდევ გაგიზიარებთ ჩემს აზრს და მეტს აღარ შეგაწუხებთ.

ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ: ხვიჩას აუცილებლად წაიყვანს რომელიმე უფრო დიდი გუნდი [და აუცილებლად მოიგებს დიდ ტიტულებს და არა ერთსა და ორს] და ხვიჩას კი არ აიძულებენ რომ ბურთი ცენტრიდან წაიღოს[,თანაც სამი კაცის გარემოცვაში რომ აძლევენ პასებს ] არამედ ეცდება რაც შეიძლებ მიუტანოს საჯარიმოსთან ახლოს და თქვენ ითვალეთ მერე გოლები და პენალტები[დავნიძლავდეთ და „ვინცა იყოს წაგებული თავშიშველი სამ დღეს ვვლიდეს“
ფიგუ
15:50 14-03-2024
0
რომელი თქვენგანი გამოიჩენს გამბედაობას და კატეგორიულად განაცხადებს,რომ ფეხბურთში და მათ შორის იტალიურ ფეხბურთში ყველაფერი წესრიგშია [გაიხსენეთ იუვენტუსის ისტორია] დამენიძლავეთ და „ვინცა იყოს წაგებული, თავშიშველი სამ დღეს ვლიდეს“ შ. რუსთაველი
ფიგუ
15:13 14-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული