ჩაკვეტაძის მეორე საგოლე პასი ჩემპიონშიპში - "უოტფორდმა" და "პლიმუთმა" უხვგოლიან მატჩში გამარჯვებული ვერ გამოავლინეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY

ჩემპიონშიფის 26-ე ტურში "უოტფორდი" "პლიმუთს" ესტუმრა, მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.

"ირმების" რიგებში გიორგი ჩაკვეტაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 72 გაატარა.

მე-11 წუთზე "უოტფორდი" ედუ კაიემბემ დააწინაურა. ამის შემდეგ "პლიმუთი" გააქტიურდა და მე-20 წუთზე ფინ აზაზმა ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა.

27-ე წუთზე "პლიმუთმა" კონტრშეტევისას წინ გასვლა მოახერხა, მორგან უიტეკერის დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა. 38-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ქუსლით პასი ისმაილ კონეს დაუტოვა და კანადელმაც ულამაზესი შორეული დარტყმით მეტოქესთან სხვაობა აღადგინა.

42-ე წუთზე "უოტფორდის" მეკარის შეცდომით რაიან ჰარდიმ ისარგებლა და "პლიმუთი"

კვლავ წინ გავიდა.

მეორე ტაიმში ვალერიან ისმაელის გუნდი გააქტიურდა და 57-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ "უოტფორდმა" ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

ამრიგად, "უოტფორდი" ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში 36 ქულით მე-10 ადგილს იკავებს, ვალერიენ ისმაილის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 6 იანვარს, "ჩესტერფილდის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ჩაკვეტაძეზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია" - "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი

altჩაკვეტაძემ შეცვლაზე შესვლიდან 4 წუთში სადებიუტო გოლი გაიტანა - "უოტფორდი" მაინც დამარცხდა [VIDEO]

alt"გიორგი ჩაკვეტაძესა და შოთა არველაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა" - Geo Team-ი დეტალებზე წერს

მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ ასე გაგრძელდა ჩაკვეს პროგრესი, უოტფორდთან ერთად თუ მის გარეშეც, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩაკვე 2025 წლიდან მაინც პრემიერლიგაში ითამაშებს. ბრავო ჩაკვე და ბრავო უოტფორდის მწვრთნელებს, სხვაგან თუ მხოლოდ საუბრების ფეხბურთელის სუსტ კონდიციებზე, აქ დადეს მაგალითი თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს სისუსტეები.
ქომაგი
05:53 02-01-2024
0
მიდი ჩაკვე, ასე გააგრძელე, კიდე მოუმატე, გაგვახარე და უფრო ძლიერი გახდი ვიდრე 2018-ში იყავი, როდესაც შენი თამაშით მთელ ქვეყანას შეაყვარე თავი
DAVE
22:32 01-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული