ჩაკვეტაძისთვის სეზონი თითქმის სრულდება - ქართველის თამაში კვლავ საეჭვოა

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის თამაში ინგლისის ჩემპიონშიპის შემდეგ შეხვედრაში კვლავ საეჭვოა. ქართველის გუნდი 45-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე "სანდერლენდს" დაუპირისპირდება.

sunderlandecho-მ იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც ამ დაპირისპირებას გამოტოვებენ ან მატჩში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ქართველმა ტრავმის გამო გასული ტურის შეხვედრაც გამოტოვა და ახლა ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, კვლავ საზარდულის პრობლემა აქვს და მისი თამაში სათუოა.

გიორგის გუნდის ბოლო ტურის მატჩი გასვლაზე "მიდლსბროსთან" 4 მაისსა ჩანიშნული, რის შემდეგაც ჩაკვეტაძეს მთლიანად ნაკრებზე კონცენტრირება შეეძლება.

ინფორმაციისთვის, ჩვენებურის მწვრთნელი მომავალ სეზონში კვლავ ტომ კლევერლი იქნება. 

alt

ნდობა კლევერლის - ჩაკვეტაძეს მომავალ სეზონშიც "მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი გაწვრთნის
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქართველი ფეხბურთელების უმეტესობას საზარდულის კუნთის პრობლემა რატომ აქვს იქნებ რომელიმე ექსპერტმა გვიპასუხოს?
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
15:32 25-04-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული