"სლოვანი" "ლილს" დაუზავდა და ჯგუფში მეორე ადგილზეა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „სლოვანისა“ და „ლილის“ მატჩი 1:1 დასრულდა.

თამაში ძალიან დაძაბული გამოვიდა. შესვენების შემდეგ სტუმრები გომესმა დააწინაურა. მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს, დანიშნული პენალტი გაუუქმეს, თუმცა შეცვლაზე შესულმა ჩავრიჩმა ანგარიში გაათანაბრა.

მასპინძელთა გუნდში გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ჯაბა კანკავა კი 90-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

A ჯგუფში 8 ქულით ლიდერი "ლილია", 7 ქულით მეორე ადგილზე "სლოვანია", მესამეზე 4 ქულით - "კლაკსვიკი", ხოლო 3 ქულით აუტსაიდერი "ოლიმპიაა".

"სლოვანი" ტურნირზე შემდეგ შეხვედრას 30 ნოემბერს ფარერებზე „კლაკსვიკთან“ გამართავს, რომელიც დღეს ლიუბლიანაში
"ოლიმპიასთან" 0:2 დამარცხდა.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“
სლოვანი - ლილი 1:1
გოლები: 0:1 გომესი (52), 1:1 ჩავრიჩი (81)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული