ივა გელაშვილი უკვე რომშია და შეიძლება 30 აგვისტოს ითამაშოს

AutoSharing Option
"საბურთალოს" 22 წლის ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი მალე სერია B-ს "სპეციას" ფეხბურთელი გახდება, - იტყობინება Spezia 1906.

გამოცემა წერს, რომ გელაშვილი რომში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა, რის შემდეგაც 1+3 სისტემის კონტრაქტს გააფორმებს. იტალიური კლუბი ვალდებული იქნება, თანხა ოთხი წლის განმავლობაში რამდენიმე ტრანშად დაფაროს.

აღნიშნულია, რომ ტანმაღალი ქართველი (სიმაღლე 191 სმ) 30 აგვისტოს "კატანძაროსთან" გასვლით მატჩში მონაწილეობის მისაღებად მზად უნდა იყოს.

Spezia 1906 Il Secolo XIX-სთან ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის ნათქვამს აქვეყნებს: "გელაშვილი მაღალი და ძლიერია, აგრეთვე, ლიდერის კარგი თვისებები გააჩნია.
რამდენიმე კომპონენტი გასაუმჯობესებელი აქვს. უფრო ადრეულ ასაკში ძალიან სწრაფი იყო, მაგრამ როდესაც გაიზარდა, კუნთოვანი მასა მოემატა და ისეთი სწრაფი აღარაა, თუმცა საკმაოდ მაღალ ტემპში თამაში ეხერხება.

ალბათ, საუკეთესო ცენტრალური მცველია, რომელიც საქართველოს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ჰყავდა. იცის როგორც სამმცველიან, ასევე ოთხმცველიან დაცვაში თამაში. დიდ ლიგაში გამოცდილების მიღების შედეგად, კარგად პროგრესირება შეუძლია".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული