ლოჩოშვილი შეცვლაზე შევიდა - გელაშვილი სათადარიგო იყო

AutoSharing Option
სერია B-ს 34-ე ტურში „კრემონეზე“ გასვლაზე „კატანძაროს“ უგოლოდ გაეყარა.

სტუმართა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი ტრავმირებული ლუკა რავანელის ნაცვლად მე-13 წუთზე შევიდა შეცვლაზე.

კრემონული გუნდი 60 ქულით მე-4 ადგილზეა და 26 აპრილს გასვლაზე „ვენეციას“ დაუპირისპირდება.

კატანძარო. „ნიკოლა ჩერავოლო“
კატანძარო - კრემონეზე 0:0

ასევე უგოლოდ დასრულდა „სპეციასა“ და „სამპდორიას“ შეხვედრა, რომელშიც მასპინძელთა ქართველი ლეგიონერი ივა გელაშვილი სათადარიგო იყო.

„სპეცია“ 36 ქულით მე-17 პოზიციაზე იმყოფება და 27 აპრილს სტუმრად „ბრეშიას“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული