ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს

AutoSharing Option
„საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე "ბენდელას სტადიონზე" პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” სახელწოდება ოფიციალურად შეიცვალა და ახალი სეზონიდან კლუბი “იბერიას 1999”-ის სახელწოდებით იასპარეზებს.

ასევე, “იბერია 1999-ის” პრეზიდენტმა წარადგინა ახალწვეული ფეხბურთელები. დერეკ აგიაკვა – რომლის კარიერაც ,,ტვენტეს” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. ნიდერლანდურ კლუბში ასპარეზობის შემდეგ დერეკმა “უოტფორდის” 23-წლამდელთა გუნდში გააგრძელა თამაში. ასპარეზობდა იტალიურ “კომოსა” და ინგლისურ “პორტვეილში”.

გარდა ამისა, “იბერია 1999-ის” გუნდში ჩაირიცხნენ: რომან გამარა, კრისტიან ლუდუენა და ლუსიანო ვიანო, რომლებიც სამხრეთამერიკულ ჰოლდინგთან პარტნიორობის ფარგლებში,
არგენტინის ვიცე-ჩემპიონ ,,ტალიერესიდან” მოიწვია საფეხბურთო კლუბმა “იბერია 1999”-მა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: „სახელის გადარქმევას თავისი მიზეზები გააჩნია. ეს ჩემთვისაც რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ კლუბის განვითარებისთვის აჯობებს, უბნის გუნდის პროექტი ეროვნული მიმართულებით განვითარდეს. ეს მარკეტინგულადაც სწორი ნაბიჯია და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაშიც დაგვეხმარება.

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 16 /
მერამდენე იბერიაა ხალხო ახსოვს ვინმეს?მაგარი მარკეტინგული ხრიკია ძმაო:))არ ვარ საბურთალოს გულშემატკივარი მარა უამრავი სპორტული და ისტორიული სახელია პომლის დარქმევაც შეიძლებოდა!ისე იბერიას მე ივერია მირჩევნია ბევრად!იბერიაზე ესპანელები დაძაბავენ ეხლა:))
ჯეჯე
17:34 29-02-2024
0
მარკეტინგული თვალსაზრისითო და "იბერია 1999" მეტი ვერაფერი მოიფიქრეთ? ვის მიბაძეთ "მიუნხენ 1860"? საბურთალო უკეთესი არ იყო მაგ კუთხით - ხაზს უსვამდა ისტორიას და სად ჩამოყალიბდა გუნდი. ჩელსი -მ მაგარი შეცდომა დაუშვა ხომ რომ არ შეიცვალა სახელი ლიგაზე გასვლის მერე. დროა მგონი მარკეტინგის მენეჯერები გაუშვა.
0

სიახლეები პოპულარული