ჩაკვეტაძეს პენალტი არ დაუნიშნეს - "უოტფორდი" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის მესამე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ გასვლაზე „სტოკთან“ 0:1 დამარცხდა.

მასპინძლები შესვენების შემდეგ ვიდიგალმა დააწინაურა. სტუმართა გუნდში 61-ე წუთზე დელე-ბაშირუს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე ჩაკვეტაძე, რომელიც აქტიურად ჩაერთო თამაშში, ეუხეშებოდნენ და ტომპსონს ყვითელი ბარათი მიაღებინა. ჩაკვეტაძის პასით ასპრილიას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ გატანა მეკარე ტრევერსმა არ დაანება. 79-ე წუთზე უილმოტმა გიორგი საჯარიმოში წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია.

„უოტფორდს“ 4 ქულა აქვს და 27 აგვისტოს „ბლექბერნს“ უმასპინძლებს.

სტოკ-ონ-ტრენტი. „bet365“
სტოკი - უოტფორდი 1:0
გოლი: ვიდიგალი (53)

მკითხველის კომენტარები / 16 /
ვინც ჩაკვეს ამ "მოცელვაში" პენალტი ვერ დაინახა ფეხბურთს ნუ უყურებთ, მარტო ტოტალიზატორი ითამაშეთ! გაიგეთ?!
ვაჟა მასწ.
18:26 20-08-2023
2
პენალტი

https://twitter.com/WFCHenry/status/1693027584634737056
ქ. გ.
17:02 20-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული