ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ივა გელაშვილით იტალიური კლუბი დაინტერესდა

AutoSharing Option
"საბურთალოს" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 22 წლის ცენტრალური მცველით, ივა გელაშვილით, სერია B-ს "სპეცია" დაინტერესდა და მოლაპარაკებას აწარმოებს.

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ტრანსფერის განსახორციელებლად გელაშვილი თავისუფალი აგენტი უნდა გახდეს.

გელაშვილი პრაღის "სპარტას" აღზრდილია, საქართველოში ადრე "სიონში" თამაშობდა, ამჟამად "საბურთალოს" ღირსებას იცავს და მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან თავი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საუკეთესოდ წარმოაჩინა.
ასევე დაგაინტერესებთ