"ჩემს შვილს უკრაინაში დაბრუნება არ უნდა - საქართველოში ევროზე გიჟური ატმოსფეროა" - წიტაიშვილის მამა

AutoSharing Option
როგორც იცით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი კონტრაქტით კიევის "დინამოსთანაა" დაკავშირებული, მაგრამ სხვადასხვა გუნდში იჯარის წესით თამაშობდა. ua-football-ი იტყობინება, რომ გიორგის მამამ, კლიმენტი წიტაიშვილმა, ისრაელის One-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე ევროპირველობისას ატმოსფეროსა და თავისი შვილის მომავალზე ისაუბრა:

"საქართველოში ახლა გიჟური ატმოსფეროა. ასეთი არასოდეს არ ყოფილა. ჩვენი ფეხბურთი პროგრესირებს და ეს ფაქტია. მალე ქართველ ფეხბურთელებს ყველა გაიცნობს. ჩემი შვილისა და მთელი ქვეყნის გამო გახარებული ვარ. ყველანი ბედნიერი ვართ. ჩვენ ისტორია დავწერეთ. ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ახლა აქ დიდი ზეიმია.

ძალიან გამიხარდა, რომ
ჩემმა შვილმა პორტუგალიას გაუტანა (ბელგიას გაუტანა - რედ.). 0:2-ის შემდეგ ცუდი განწყობა იყო და ძალიან გახარებული ვარ, რომ სწორედ მისი გოლის მერე სხვა ფეხბურთელებმაც უკეთ დაიწყეს თამაში და ჩვენ ანგარიში გავათანაბრეთ. რატომ იწყებს ხშირად მატჩს თადარიგიდან? ნაკრების მწვრთნელს ვენდობი, ის ძალიან ჭკვიანია. ჩემს შვილს იყენებს, როგორც ჯოკერს და შეცვლების შემდეგ მთელი თამაში იცვლება. გიოს შეცვლაზე შესვლა მუდმივად ცვლის თამაშს.

საკუთარ შვილზე ძალიან ბევრის ლაპარაკი არ მიყვარს. ყოველთვის ვეუბნები, რომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს, ივარჯიშოს და პროფესიონალი იყოს. ნებისმიერი მოვლენისთვის მზად იყოს და არ გაბრაზდეს, თუ არ თამაშობს. ეს ფეხბურთის ნაწილია.

ჩემი შვილი ათი წლის ასაკიდან უკრაინაშია, მაგრამ ჩვენი გზა საქართველოს ნაკრებში გავაგრძელეთ. უკრაინაში დაბრუნება არ უნდა. კიევის "დინამოსთან" კიდევ წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გვაქვს, თუმცა ახალ გუნდს ველით. ბევრი ვარიანტი გვაქვს, მაგრამ კარგი ვარიანტის მოლოდინში ვართ. არ გვინდა ვიჩქაროთ. ბევრი კლუბი დაგვიკავშირდა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
არ გინდა და ითამაშე ეხლა ბათუმის დინამოში და ჩაატარე პრინციპული თამაშები ქობულეთის შუქურასთან,თელავთან და სამტრედიასთან, კლას აიმაღლებ დედა შვილს არ აიყვანს.......
ასეა
17:10 18-08-2023
0
კ.დინამო როგირც მოექცა, მაგ ყველაფრის მერე ისევ მანდ მიბრუნება სიგიჟე იქნება./ ჩემი აზრით ჰოლანდიის ნებისმიერ გრანდში შეუძლია ითამაშოს, ასევე ტოპ ჩემპიონატის პორველ ათეულ გუნდშიც არ გაუჭირდება./ დატინით პატარაა მაგრამ , კარგად ფეხზე, სწრაფია , ბურთი როგორ იცის კო ხედავთ! ასე რომ კარგ მწვრთნელთან მაგარი ბომბა გახდება!
Vasili
21:25 29-06-2023
0

სიახლეები პოპულარული