სეგუნდას 22-ე ტურის დასკვნით მატჩში ტარაგონას "ხიმნასტიკმა" პამპლონაში 2:0 დაამარცხა "ოსასუნა". შეხვედრა, რომელსაც "ელ სადარის" სტადიონზე 12 254 მაყურებელი დაესწრო, შეუცვლელად ჩაატარა 22 წლის ქართველმა მცველმა ოთარ კაკაბაძემ, რომლის გადაცემითაც 30-ე წუთზე მანუ ბარიერომ ანგარიში გახსნა.
ოთარმა სეგუნდას მიმდინარე გათამაშების 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისი გუნდი კი 28 ქულით მე-12 ადგილზეა და 21 იანვარს, შემდეგ ტურში "რეუს დეპორტიუს" მასპინძლობს.