ევროპული გრანდები ჩაკვეტაძის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს იხდიან

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველ ფორვარდს, გიორგი ჩაკვეტაძეს ევროპული გრანდები უმიზნებენ.  Hln.be-ს ცნობით, "გენტის" 18 წლის ფეხბურთელის გადაბირებას ლონდონის "ტოტენჰემი", "ბორნმუთი" და დონეცკის "შახტარი" გეგმავენ. კლუბები მზად არიან ჩაკვეტაძის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძემ ბელგიის უმაღლეს ლიგაში მინდორზე მხოლოდ 8 წუთი გაატარა და მის სანაცვლოდ არც თუ ისე მცირე თანხას იხდიან, "გენტის" ხელმძღვანელობას ქართველის გაშვება არ სურს.

საქართველოში გამართული ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნი" მზად იყო ჩაკვეტაძის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელს "გენტთან" უკვე კონტრაქტის
დეტალები შეთანხმებული ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე "გენტს" 1.4 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
მთავარია სათამაშო დრო ექნეს რომ გაიზარდოს შახტარი კი არა მგონია კარგი იყოს
nnn
09 იანვარი 2018 08:51
0
თუ მართალია, კარგია. გრანდი მეტნაკლებად ტოტენჰემი, პრემიელლიგაში მე-5 ადგილზეა. ისე ჩვენთან შედარებით ყველა გრანდია.
mamuka
09 იანვარი 2018 00:20
1
გრანდი რომელია ამ სამიდან ?
გიორგი
08 იანვარი 2018 23:32
2
:დ
George²
09 იანვარი 2018 12:39
0
ბორნმუთი ))))
ჯონი
09 იანვარი 2018 11:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული