ევროპული გრანდები ჩაკვეტაძის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს იხდიან

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველ ფორვარდს, გიორგი ჩაკვეტაძეს ევროპული გრანდები უმიზნებენ.  Hln.be-ს ცნობით, "გენტის" 18 წლის ფეხბურთელის გადაბირებას ლონდონის "ტოტენჰემი", "ბორნმუთი" და დონეცკის "შახტარი" გეგმავენ. კლუბები მზად არიან ჩაკვეტაძის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძემ ბელგიის უმაღლეს ლიგაში მინდორზე მხოლოდ 8 წუთი გაატარა და მის სანაცვლოდ არც თუ ისე მცირე თანხას იხდიან, "გენტის" ხელმძღვანელობას ქართველის გაშვება არ სურს.

საქართველოში გამართული ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნი" მზად იყო ჩაკვეტაძის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელს "გენტთან" უკვე კონტრაქტის
დეტალები შეთანხმებული ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე "გენტს" 1.4 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
უეჭველი მამამისის გავრცელებული ჭორია.
სტატუს ქუო
21:25 09-01-2018
2
Emre-ს. თუ რაიმე გაგეგება ინგლისურში, წყაროების მეტი რაა. იხ.კომნტარებში.
wkaro
15:49 09-01-2018
1
სიახლეები პოპულარული