"საქართველოში ბოლომდე ვერაფერს იტყვი... ისევ შენ დაგაზარალებს" - რას აპირებს გიორგი არაბიძე?

AutoSharing Option
სად გააგრძელებს კარიერას გიორგი არაბიძე? ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ჯერაც დონეცკის "შახტარის" შემადგენლობაში ირიცხება.

ბოლოს, ჩვენთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბს აუცილებლად შეიცვლიდა.

Sportall.ge არაბიძის მომავლის თემით დაინტერესდა და ფეხბურთელის დედას, ლელა ბრეგვაძეს ესაუბრა.

"ჯერჯერობით გაურკვევლობაში ვართ. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი "შახტარმაც" დაიწყო, მაგრამ, თუ "შახტარის" მწვრთნელი ფონსეკა კლუბიდან არ წავიდა, გიორგის დარჩენა დიდი შეცდომა იქნება.

ის ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს არ აძლევს. ჯერ პატარა ხარ, მოვა შენი დრო და შანსიო, გიორგის ეუბნება.

არის
რამდენიმე სხვა კლუბზე საუბარი და ვნახოთ, რა გამოვა. შესაძლოა, დაველოდოთ ზაფხულს და როდესაც გიორგი თავისუფალი აგენტი გახდება, წასვლის უფრო მეტი შანსი ექნება.

მთავარია, მან იმ გუნდში ითამაშოს, სადაც უფრო გაიზრდება და მეტი დრო მიეცემა.

გიორგი უკრაინაშია. იგი "შახტარის" 21-წლამდელებთან ერთად შეკრებაზე გაემგზავრება.

"შახტარი" გვარწმუნებს, რომ ფონსეკა ზაფხულში წავა და ერთი წელი მოვიცადოთ, მაგრამ რომ არ წავიდეს, ზაფხულამდე დუბლებში თამაში ხომ დიდი შეცდომა იქნება?!

გუნდების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ თუ კარგი ვარიანტები იქნება, გიორგი "შახტარს" დატოვებს".

ქალბატონ ლელა ბრეგვაძეს კითხვა გიორგის ბოლოდროინდელ განცხადებასთან დაკავშირებით დავუსვით, სადაც მან თქვა, რომ საქართველოში ბევრი არასწორი საქციელი ხდება და ბევრი ფეხბურთელი იჩაგრება.

საქართველოში ბოლომდე ვერაფერს იტყვი... ეს ისევ შენვე დაგაზარალებს", - განაცხადა ბრეგვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
აუ ეს ამბიციები ღუპავს ახალგაზრდებს. ყიფიანი კარგა ხანს იყო დუბლებში მარა არც იბუტებოდა და არც ვარჯიშს იკლებდა, თუმცა მნამდე ერთი ფუთი მარილი უნდა შეჭამოს ისიც თუ ეყოფა, გიორგი დაბალი ტანისაა და ესეც ერთერთი ხელის შემშლელია, ეს ისე.
კოტე
11:48 09-01-2018
1
ეს ინტერვიუ არის კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულება იმ პრობლემისა საქართველოს ფეხბურთში, რასაც დიდი ხანია გავიძახი... მშობლები!!! დაესწარით ახალგაზრდების თამაშს, და დარწმუნდებით, რომ მწვრთნელებზე მეტად მშობლები აქტიურობენ. თუ მართლაც უნდა თამაში, ჩამობრძანდეს საქართველოში და ეროვნულ ლიგაში ითამაშოს...
tngh
17:40 08-01-2018
8
სიახლეები პოპულარული