"დააყენონ არაბიძე და გადაგლეჯს ამ ლუქსემბურგს! ძალიან მაგარი ფეხბურთელია და იცით, კიდევ რა პლუსი აქვს?!" - ობოლაძე "ტორპედოს" შემტევის ნაკრებში დაბრუნებაზე

AutoSharing Option
Youtube-არხ "ოქტოპუსზე" გადაცემა "ორშაბათობის" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი დიმიტრი ობოლაძე გახლდათ, სადაც მან საქართველოს ნაკრებში გიორგი არაბიძის შესაძლო გამოძახებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქუთაისის "ტორპედოს" შემტევი "ჯვაროსანთა" რიგებში გამოძახებას იმსახურებს. 

"არაბიძის ხასიათებზე ლაპარაკობენ... რომც ჰქონდეს ცუდი ხასიათი, რაა?! უხასიათო ისეთი ფეხბურთელები იყვნენ... მაგალითად, ანელკა, ჩემპიონთა ლიგაზე კანს ორი გოლი გაუტანა.

ახლა ვუყურე არაბიძის ბოლო თამაშს. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მაგარია და ლუქსემბურგს გადაგლეჯს, რომ დააყენონ.

"კვარამ" რაც ითამაშა ბათუმის "დინამოში", იმავეს აკეთებს ახლა გიორგი და ვფიქრობ, ნაკრებში უნდა იყოს. აქამდეც იყო კარგი
შანსები მისი გამოძახების, თუნდაც მონღოლეთთან და ტაილანდთან. ახლა კი ძალიან მაგარ ფორმაშია.

თან იცით, რა პლუსი აქვს? სულ წინ მიდის, სულ კარისკენ იყურება... "ტორპედოს" მწვრთნელმა სტვინ კინმა მის სტატისტიკაზე თქვა და მეც გადავხედე. მაგარი სტატისიკა აქვს, უბურთოდაც. უკანაც ჩადის, ეხმარება და ეკუთვნის გამოძახება, თანაც ეგეთი მძიმე პერიოდიდან რომ დაბრუნდები, შანსი ხო უნდა მოგეცეს?!", - თქვა ობოლაძემ.
მკითხველის კომენტარები / 83 /
სანიოლს და ფედერაციასაც დიდიხანია ვაკვირდებით,მაგრამ ხედავს ყველა რასაც აკეთებენ არც არაფერს, მაშინ პირველი ეს ხალხია გასაშვები,ლუქსემბურგთან გამოჩნდება წაგების შემთხვევაში უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან.
სვანსკი
15:06 20-03-2024
0
იბერიასთან არ ბრწყინავდა, თუმცა მღვდელი წილოფში იცნობაო. მან რამოდენიმე ისეთი პასი და მოძრაობა გააკეთა, რომ მაღალი კლასი ასკარად იგრძნობა. ნაკრებს ერტი ორად გააძლიერებს. დაუზახებენ
ლევან მაღლაკელიძე.
22:39 07-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული