საქართველოს ნაკრები გორში კვიპროსის და ქუთაისში ბელორუსის ნაკრებს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 10 ნოემბერს საქართველოს ნაკრები კვიპროსს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

მეორე შეხვედრა 13 ნოემბერს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგება. ქართველი ფეხბურთელები ამხანაგურ შეხვედრაში ბელორუსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებაში 2018 წლის სექტემბრიდან ჩაერთვება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
არაუშავს სპარინგებია,საჭიროა
გორში რამდენი თამაშზე ვიყავი,ისევ თბილისელი იყო დამსწრებ მაყურებელთა დიდი ნაწილი და..
vava
16 ოქტომბერი 2017 17:01
3
(გივის) რა არ მოგეწონა ვაისის, ტაბლოს გარდა? იტყვით ტაბლოა მთავარიო,მაშინ მე გეტყვით,რომ ამ წლების განმავლობაში ტაბლო რომელი მწვრთნელის დროს მოგწონდათ?! ფაქტია რომ ცუდ დღეშია ქართული ფეხბურთი,მაგრამ 2წელში ერთხელ მწვრთნელის ცვლაც არ ვარგა! ეგ შეიძლება საკლუბო ფეხბურთში ცვალო ასეთი ინტესივობით მწვრთნელი. მე თუ მკითხავთ,მწვრთნელის კიარა და დიდწილად ფეხბურთელების ბრალია ის შედეგი,რაც მივიღეთ ამ შესარჩევში.
jemali
16 ოქტომბერი 2017 16:22
5
მერე იტირებენ ჩვენი "ჟურნალისტები" რეგბივით, რომ არ გვათამაშებენ დიდი გუნდების ასპარეზობაში,არადა ბიძინა ბარათაშვილის თამადობით ყველა გვმოძღვრავდა-ერთა ლიგის ბოლო ჯგუფში გვეთამაშა. ეხლა ნახეთ დონის დაცემა. და კიდევ ამ თამაშებზე ისევ ვაისი გაიყვანს გუნდს,იმის მაგივრად სხვას გამოეყენებინა მოსამზადებელ პერიოდად. მოკლედ წაგვართვეს ფეხბურთი...
გივი
16 ოქტომბერი 2017 15:52
15
მშვენიერი !
dave
16 ოქტომბერი 2017 15:43
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული