ცუდი ფაქტი: უელსელთა პასუხი ქართველებს მათი ჰიმნის "შემოკლებისთვის" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" გამართული საქართველო-უელსის მატჩის დროს უსიამოვნო ფაქტი მოხდა - თამაშის დაწყების წინ ტრადიციული ეროვნული ჰიმნების შესრულებისას, სტადიონის დინამიკებში სტუმართა ჰიმნი ნაადრევად შეწყდა, მის დასრულებაზე კი "დინამო არენაზე" შეკრებილმა უელსელმა ფეხბურთელებმა და ფანებმა თავად იზრუნეს.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

ამ ამბავს walesonline.co.uk ასე გამოეხმაურა:

"უელსელმა ფანებმა უბრალოდ ბრწყინვალედ გაართვეს თავი ქართული მხარისგან უელსის ჰიმნის შუა გზაზე შეწყვეტის "უპატივცემულო" ფაქტს.

ამაღელვებელი იყო იმის ნახვა, თუ როგორ ომახიანად გააგრძელეს უელსის ნაკრების ფეხბურთელებმა და მისმა 2000 ქომაგმა
ჰიმნის სიმღერა მას შემდეგაც, რაც ქართველებმა ის პირველი კუპლეტის შემდეგ გაწყვიტეს. ამის შემდეგ სტადიონზე გამოცხადდა ცნობა საქართველოს ჰიმნის აჟღერების შესახებ, მაგრამ უელსელებმა დადუმების ნაცვლად, კიდევ უფრო ხმამაღლა შემოსძახეს საკუთარი ჰიმნი", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
რაცა ყველანაირად წყალწაღებული ხალხი ვართ ქართველები,ასეთივე ქვეყანა ავაშენეტ 30 წელიწადში
OTO
07 ოქტომბერი 2017 14:35
4
თამაშით ვერ უგებენ და ჰიმნი მაინც გაუთიშოთო :D
shako
07 ოქტომბერი 2017 13:50
1
აი როგორ უნდა ჰიმნის შესრულება ჩვენთან კი ფონოგრამაა ჩართული,მუსიკაც არაა რომ შენ იმღერო იმენა ჩაწერილი სიმღერა
fonograma
07 ოქტომბერი 2017 13:12
1
კაი რუსეთის არ მოგვწონს არ მოგვწონს მარა უელსმა რაღა დაგვიშავა? :D ტექნიკური ხარვეზი არ გამართლებთ
ნოდო
07 ოქტომბერი 2017 13:05
0

სიახლეები პოპულარული