ცუდი ფაქტი: უელსელთა პასუხი ქართველებს მათი ჰიმნის "შემოკლებისთვის" [VIDEO]

AutoSharing Option
6 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" გამართული საქართველო-უელსის მატჩის დროს უსიამოვნო ფაქტი მოხდა - თამაშის დაწყების წინ ტრადიციული ეროვნული ჰიმნების შესრულებისას, სტადიონის დინამიკებში სტუმართა ჰიმნი ნაადრევად შეწყდა, მის დასრულებაზე კი "დინამო არენაზე" შეკრებილმა უელსელმა ფეხბურთელებმა და ფანებმა თავად იზრუნეს.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

ამ ამბავს walesonline.co.uk ასე გამოეხმაურა:

"უელსელმა ფანებმა უბრალოდ ბრწყინვალედ გაართვეს თავი ქართული მხარისგან უელსის ჰიმნის შუა გზაზე შეწყვეტის "უპატივცემულო" ფაქტს.

ამაღელვებელი იყო იმის ნახვა, თუ როგორ ომახიანად გააგრძელეს უელსის ნაკრების ფეხბურთელებმა და მისმა 2000 ქომაგმა
ჰიმნის სიმღერა მას შემდეგაც, რაც ქართველებმა ის პირველი კუპლეტის შემდეგ გაწყვიტეს. ამის შემდეგ სტადიონზე გამოცხადდა ცნობა საქართველოს ჰიმნის აჟღერების შესახებ, მაგრამ უელსელებმა დადუმების ნაცვლად, კიდევ უფრო ხმამაღლა შემოსძახეს საკუთარი ჰიმნი", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
სპორტულ შეხვედრებში სახელმწიფოთა ჰიმნების შემოკლებული ვარიენტი იკვრება და არა სრული ვერსია.
თეთრი
11:03 13-10-2017
0
ერთმანეთს პატივს არ სცემთ და უელსელების მიმართ უპატივისმცემლობამ გაგაკვირვათ? + მაყურებლების სტვენა და მომსახურე პერსონალი არაპროფესიონალიზმი.
p.s. სამარცხვინოები ხართ
ნოკო
12:46 10-10-2017
0
სიახლეები პოპულარული
პრემიერლიგა
#
გუნდი
32
27
4
1
66
84
34
19
6
9
25
63
32
16
6
10
18
54
34
14
10
10
3
52
34
11
11
12
2
44
33
11
8
14
-15
41
32
10
8
14
-8
38
35
9
11
15
-17
38
33
10
7
16
-17
37
34
8
12
14
-15
36
33
8
11
14
-18
35
32
8
8
16
-19
32
33
7
10
16
-21
31
34
6
10
18
-33
28
33
3
12
18
-24
21