"ქართველებს ხელფასს უხდიდნენ, უცხოელებს - არა..." - ანტონ ჩიჩკანმა ბათუმის "დინამოს" უეფაში უჩივლა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ყოფილი მეკარე ანტონ ჩიჩკანი კარიერას პოლონეთის მეორე დივიზიონის ბინადარ კრაკოვის "ვისლაში" განაგრძობს.

28 წლის ბელარუსმა მშობლიურ betnews.by-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ქართულ გუნდს მისი დავალიანება აქვს და ამის გამო უეფაში უჩივლა. 

"სამწუხაროდ, ქვეყნის ჩემპიონ გუნდს უცხოელი ფეხბურთელების ხელფასების გადახდაზე პრობლემა შეექმნა. ჩემთვის დიდ გამოცანად და საიდუმლოდ რჩება, რატომ ხდება ასე.

უდიდესი სახელფასო დავალიანებაა. "დინამოში" გატარებული პერიოდის ნახევარი ხელფასი არ მიმიღია. ბოლო თვეებში კი საერთოდ შეწყვიტეს გადახდა. 

ბევრი ქართველი ფეხბურთელისთვის ყველაფერი დროულად მოხდა, რასაც უცხოელ ფეხბურთელებზე ვერ ვიტყვი.

ჩვენ ერთი გუნდი უნდა ვიყოთ და თუ პრობლემები იქმნება, ის ყველა მოთამაშეზე უნდა იყოს და არა კონკრეტულ ჯგუფზე.

ჩემი აზრით, არასწორია, როცა ჩვენი ქართველები ხელფასს დროულად იღებენ, უცხოელები კი - არა.

რბილად, რომ ვთქვათ, ეს ჩემთვის უჩვეულო იყო, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღე. 5 თვის ხელფასი არ ამიღია. უეფაში სარჩელი უკვე შევიტანე, მითხრეს, რომ საქმის შესწავლას დრო დასჭირდება. ასე რომ, პასუხის მოლოდინში ვარ", - თქვა ჩიჩკანმა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ცეხავიკების თაობა ჯერ არ გასულა დედამიწიდან, სანამ საბჭოთა სუნი ასდის ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, მანამდე არაფერი ეშველება საქართველოში არც ფეხბურთს და არც რაიმეს საერთოდ.
გიორგი
09:47 24-02-2024
3
ქართული ჯიგრული პონტია,რა დავალიანება ანტონ))) აქაც ჩა#*ეს!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
01:06 24-02-2024
1

სიახლეები პოპულარული